პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, იმრან ხანი დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოს შენობაში შესვლის შემდეგ დააკავეს.
დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
შეგახსენებთ, იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად 2018 წელს აირჩიეს, ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის აპრილში გადააყენეს, რის შემდეგაც ის ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის აქტიური კრიტიკოსი გახდა, ამასთან ერთად ის რიგგარეშე არჩევნებისთვის კამპანიას აქტიურად აწარმოებდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press