ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან [ევროპასთან] ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა არის მშვიდობიანი მომავლის გარანტია, რაც არ უნდა “ვიღაცები მეორე ფრონტზე საუბრობდნენ”
“ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა, არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა, ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press