დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ოფიციალურად შეიყვანოს. აღნიშნულ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა ბრიტანეთის მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინიტრო 2 თვის განმავლობაში მუშაობდა და დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია.
The Times იუწყება, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, "ვაგნერის" დაჯგუფებისთვის მიკუთვნება, მათ შეხვედრებზე დასწრება, მხარდაჭერა, მხარდაჭერისკენ მოწოდება ან ლოგოს საჯაროდ ტარება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ფინანსურ სანქციებს გამოიწვევს.
ცნობისთვის, „ვაგნერი” ევროკავშირმა გასულ თვეში სანქციების სიაში დაამატა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press