ევროკავშირი მართალია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როდესაც ოქროს შუალედის პოვნა სურთ,- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ახლა დიპლომატიის დროა და არა ომის.
"ბრაზილია გმობს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას, მაგრამ ომის გაგრძელება მხოლოდ სიკვდილს მოგვიტანს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობის მსურველი“,- ამბობს ლუის ინასიო ლულა და სილვა.
თავის მხრივ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აუცილებელია, ომის დასრულება „რაც შეიძლება მალე“, მაგრამ „დათმობების გარეშე".
ცნობისთვის, უფრო ადრე, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის პასუხისმგებლობას უკრაინაც იზიარებდა და რომ დასავლური სამხედრო დახმარება კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა.
ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნულმა განცხადება ევროკავშირში, აშშ-სა და კიევში გაღიზიანება გამოიწვია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press