უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა.
გონჩარენკოს თქმით, რუსეთს კვლავ სურს, რომ საქართველო მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იყოს და როგორც თავად აღნიშნავს, ჯერჯერობით ამის გაკეთება მათ შეუძლიათ.
"პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს კვლავ სურს, რომ საქართველო მთლიანად მისი კონტროლს ქვეშ იყოს და ჯერჯერობით ამის გაკეთება შეუძლია, სამწუხაროდ", - წერს გონჩარენკო.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.
გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press