ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებებს, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.
მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები მისი ქართველი მეგობრები ახლა ვლადიმერ პუტინის სადღეგრძელოებს ამბობენ.
"ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ. შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ", - წერს სიმონიანი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.
გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press