Foto

მედია - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტები გადასცა

ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტები გადასცა, სახელწოდებით Storm Shadow. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Storm Shadow არის დიდი დისტანციის საკრუიზო რაკეტა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ერთობლივად არის შემუშავებული, რაკეტის სროლის მანძილი კი, 250 კილომეტრის რადიუსს შეადგენს.

"გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მრავალი საკრუიზო რაკეტა Storm Shadow მიაწოდა, რაც მათ რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევისას, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს", - განუცხადა დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

ცნობისთვის, იარაღს, რომელიც უკრაინას ამჟამად აშშ-ის მიერ ჰქონდა მიწოდებული, დაახლოებით, 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეეძლო.