რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი გეგმავს ძებნილთა სიაში შეიყვანოს მოსამართლეები, პროკურორი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) თავმჯდომარე, რომლებმაც ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბასტრიკინი ავრცელებს.
საუბარია პროკურორ კარიმ ხანზე, რომელმაც მოითხოვა პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის გაცემა და მოსამართლეებზე ტომოკო აკნე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი, რომლებმაც ეს ორდერები გასცეს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press