Foto

გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 480 ბავშვი დაიღუპა და 968-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 480 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 968-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 455, ხარკოვში - 275, კიევში - 128, ხერსონის - 97, ზაპოროჟიეს - 89, ნიკოლაევის - 89, ჩერნიგოვის - 70, ლუგანსკის - 66, დნეპროპეტროვსკი - 69.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.