ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს, ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს.
მალიარის თქმით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები საკუთარ თავს აქებენ, საუბრობენ სავარაუდო წარმატებებზე და იგონებენ ისტორიებს უკრაინის სამხედრო სარდლობის შესახებ.
„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“,- წერს მალიარი.
მისივე თქმით, ოკუპანტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ, რათა რეალური მდგომარეობა გაამართლონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press