ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" ევროკომისიაში დაუდასტურეს.
როგორც ევროკომისიის მიერ "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, დეივიდ ო’სალივანი ამჟამად მესამე ქვეყნებს ეწვევა, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე.
"დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს", - ნათქვამია ევროკომისიის წერილში.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დააანონსა, რომელიც მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას შეეხება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press