Foto

სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩი - სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ რუსეთს შეიარაღება და საბრძოლო მასალა მიაწოდა

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ რუსეთს შეიარაღება და საბრძოლო მასალა მიაწოდა, - ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა, რუბენ ბრიჯეტემ განაცხადა.

მან დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2022 წლის 6-8 დეკემბერს საიმონსტაუნის პორტში იმყოფებოდა რუსული სატვირთო გემი Lady R, რომელიც დაიტვირთა რუსეთში გასაგზავნი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით. 

ბრიჯიტემ დაგმო მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იმით, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება არ იცავს იმ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანამ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში გამოაცხადა.

ბრიჯიტეს განცხადებას გამოეხმაურა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნეს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ძირს უთხრის.