ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და არ იქნება დროში შეზღუდული, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.
"მე არ ვიყენებ ტერმინს "კონტრშეტევა". ამის ნაცვლად, მე ვიყენებ ტერმინს "სამხედრო მოქმედება", რომელიც გამოიყენება 2014 წლის თებერვლიდან. სამხედროებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ისინი პროფესიონალები არიან და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენი ჯარი მზადაა ბრძოლისთვის.
მეტიც, მტერს დარტყმას იქ ვაყენებთ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის. ამ კონტრშეტევის დროსაც ასე მოხდება. ჩვენს სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და დროში თავს არ შევიზღუდავთ, ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ", - განაცხადა დანილოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press