დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საინტერესოა ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას ხალხის დასანახად და სიაში მოსახვედრად, რომ მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას.
"ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა", - წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press