Foto

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

დღეს უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები ახლა უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის, ამიტომ მტერზე ზეწოლაა საჭირო, სანამ ის არ გაიქცევა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სანქცები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“.

„დღეს ჩვენ სანქციების მორიგი დღე გვაქვს. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს“, - წერს ვოლოდმირ ზელენსკი.