მე ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს, - ამის შესახებ იტალიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა კონტრშეტევისთვის სერიოზულად და დიდი მოტივაციით ემზადება, აქედან გამომდინარე აუცილებლად გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც. მე ვერ გიპასუხებთ როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები, მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია, სადაც იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press