[პოეზია და ლექსები] არის ის, რაც მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად, - ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ "შაბათის ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ქართული პოეზიითა და ლექსებით იზრდებოდა.
"ბევრი ლექსი ვიცი სხვათა შორის. მიყვარს ზოგადად ქართული პოეზია. ლეონიძე მიყვარს, გალაკტიონზე აღარ ვლაპარაკობ, მირზა გელოვანი მიყვარს, ლადო ასათიანი მიყვარს, პოეზია, ლექსები - ეს ყველაფერი, ბებია-ბაბუასთან ასე ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ამას ყველაფერს, ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად", - განაცხადა მურუსიძემ.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press