ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო.
„ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწად-ნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press