გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი გერმანიის მთავრობას დახმარებისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანელ ხალხს თქვენი მხარდაჭერის წყალობით გადარჩენილი უკრაინული სიცოცხლეებისთვის. გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა. ჩვენი ხალხის სიცოცხლე ქალაქებსა და სოფლებში საიმედოდ არის დაცული, კერძოდ, თქვენს მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაცულია თქვენს მიერ მოწოდებული ჯავშანტექნიკით",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 14 მაისს ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ შეხვედრა ფედერალურ კანცელრ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა.
მანამდე უკრაინის მთავრობის მეთაური იტალიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და რომის პაპს შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press