უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა. შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, კერძოდ, ქვეყნის საჭიროებებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და უკრაინის ცის დასაცავად.
„შეხვედრაზე პრიორიტეტული ყურადღება დაეთმო საფრანგეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ საჭიროებებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უკრაინის ცის დაცვის კუთხით. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს საფრანგეთის რესპუბლიკასთან პრაქტიკული ურთიერთქმედება უკრაინის თავდაცვის ძალების პოტენციალის გაძლიერების მიზნით, რაც აუცილებელია ეფექტური კონტრშეტევისა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობითვე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს მოკავშირეების ერთობლივ გადაწყვეტილებას შექმნან „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“.
„ამასთან, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ეფექტური განხორციელების თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთვება მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, კერძოდ, გლობალური სამხრეთის ქვეყნები. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს მისი დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას და უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებული სამართლიანი მშვიდობის მიღწევას.
პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ცალკე განიხილეს საფრანგეთის მიერ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ასევე განიხილა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ზელენსკიმ ცალკე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ქვეყანა ელოდება ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკრაინის ალიანსში წევრობის შესახებ განაცხადის საპასუხოდ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთამდე გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს გუშინ, 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press