მიმდინარე წლის 11 მაისს, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას.
საქართველოს ფოსტის ცნობით, აღნიშნული პროექტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება ერთი წელი.
"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ",- ნათქვამია საქართველოს ფოსტის ინფორმაციაში.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press