უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
"დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას დედამიწაზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ დელეგაციებთან ცალსახა მოლაპარაკებებს გავმართავთ",- წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს გუშინ, 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press