Foto

რუსებმა ავდიივკა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი ბარაბაშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარაბაში დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს.

„ავდიივკაზე ავიაიერიშის შედეგად დღეს დილით ოთხი შუახნის ადამიანი (ყველა სამოქალაქო პირი) დაიღუპა. რაკეტის დარტყმის დროს ადამიანები იმყოფებოდნენ თავშესაფარში, რომელიც რკინიგზის საავადმყოფოში იყო მოწყობილი. ეს არის წინასწარი ინფორმაცია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს“,- განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ქალი და 2 მამაკაცია.