დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "ამაზე ცოტა მეტი მუშაობა" იქნება საჭირო.
„მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოისმენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ“,- თქვა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დღეს, 15 მაისს ეწვია. ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ბერლინს გუშინ, 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press