რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინის დახმარება, იქამდე, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მისი გამარჯვება შეუძლებელია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში ჩინეთს დიდი როლი აკისრია და მნიშვნელოვანია, რომ ის ცივილიზებული სამყაროს გვერდით დადგეს.
„ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ.
აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის გაურკვევლობად ქცევა ვიღაცის ინტერესში შედის, მაგრამ, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალასმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press