ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში, - ასე მიულოცა აშშ-ის საელჩომ მოსამართლეებს პროფესიული დღე.
მათივე მილოცვაში აღნიშნულია, რომ საელჩო მიესალმება იმ ყველაფერს, რასაც ქვეყანა ევროპული გზის მხარდასაჭერად აკეთებს.
“ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში. თქვენ ემსახურებით თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ღირსეულად და პატიოსნად, ატარებთ რა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად აღსრულების მძიმე ტვირთს. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რასაც აკეთებთ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press