რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass, ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ უკვე გამოითხოვა განრიგი მოსკოვი-თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით.
"ვადასტურებთ, რომ Red Wings არის დანიშნული გადამზიდავი საქართველოში. ავიაკომპანიამ უკვე გამოითხოვა სლოტები [განრიგი] მოსკოვი-თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. განრიგის შედგენისა და რეისების დაწყების პროცესში კომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია...
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
Mana press