უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, დაახლოებით, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყება ადასტურებს, რომ გამოაშკარავებულია მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან ჩხრეკა ხორციელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კნიაზევი ფულს ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან იღებდა.
მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press