8 არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.
დოკუმენტში არასამთავრობო ორგანიზაციები უთითებენ, რომ ამ დროისთვის შეუსრულებელია 5, ნაწილობრივ შესრულდა 4, მეტწილად შესრულდა 2, ხოლო შესრულდა 1 პრიორიტეტი.
შეუსრულებელი პრიორიტეტებია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
მეტწილად შესრულდა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
შესრულდა: ECHR-ის გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება.
დოკუმენტი მოიცავს შემდეგი ორგანიზაციების შეფასებებს: „ღია საზოგადოების ფონდი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საფარი“.
დოკუმენტი სრულად.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press