ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმაა.
როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა საქართველო, ფაქტობრივად, მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელორუსის დონეზე დააყენა.
„უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ. ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახურებდა რუსეთის ჯარში, ან სხვა სამხედრო შენაერთში, ღებულობდა რუსეთის მოქალაქეობას. გუშინ პუტინმა ამ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, კიდევ უფრო გაამარტივა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და მას უკვე შეუძლია მთელი ოჯახით გახდეს რუსეთის მოქალაქე. გარდა ამისა, რუსეთის ჯარში სამსახურისათვის ენიშნებათ ხელფასი. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს კომპანია არის სანქცირებული, რომლის საიტზეც საქართველოს მიტაცებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press