ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მას აქვს მოლოდინი, რომ ნატო უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება, რომლის მეშვეობითაც უკრაინის საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადაწყობა მოხდება.
"ველი, რომ შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე უკრაინისთვის, რომლის დროსაც ვიმუშავებთ, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას, გადავიდეს საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან, აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტებზე, დოქტრინასა და აღჭურვილობაზე და გახდეს სრულად თავსებადი ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ასევე ეხმარება უკრაინას, წინ წაიწიოს ნატო-ს წევრობისკენ. ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press