მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ „ღია ცის“ შეთანხმებას, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად. ამის შესახებ ინფორმაციას კიშინიოვში აშშ-ის საელჩოდან ავრცელებენ.
შეთანხმებას ხელს 18 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა მოაწერენ.
„ღია ცის შესახებ შეთანხმება სიმბოლოა ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ პირველი ნაბიჯის. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press