Foto

სააკაშვილი - რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება

რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილია აღნიშნავს, მას წინა კვირას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ის "ვივამედში" გადაიყვანეს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

"წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.

წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.

არა უშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება.

შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო", - წერს სააკაშვილი.