Foto

მაკრონი - ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუს აგრესორთან წინააღმდეგობის გაწევაში

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი არ ომობს რუსეთთან, აქედან გამომდინარე უკრაინას არ აწვდის იარაღს იმისთვის, რომ მან რუსეთზე იერიში მიიტანოს, დახმარება აგრესორი სახელმწიფოსგან უკრაინის დაცვას მოიაზრებს.

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუს აგრესორთან წინააღმდეგობის გაწევაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომელიც შეიძლება, მისწვდეს რუსეთის მიწას ან იმას, რომ თავს დაესხნენ რუსეთს“, - განაცხადა მაკრონმა.