„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საზოგადოების პროტესტი Georgian Airways-ის ოფისთან.
აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
"საქართველო მთავრობა ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს - გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ კვლავ რუსეთის გუბერნია, რასაც ჩვენ, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება არ შევეგუებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაზარე ორდენაძემ.
ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press