ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონაალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელიას თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ა.შ.
"ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს “რუსული კანონი”, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press