პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა, რათა დაჩქარდეს ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"მივესალმებით ევროპის საბჭოს მიმდინარე ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც კონცენტრირებულია გამძლეობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს ჩვენი ორგანიზაციის რელევანტურობისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტურია. პოლონეთი ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისადმი ერთგული დარჩება და ასევე იმ გეგმების, რომლებიც მიმართულია მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ევროპის საბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი იმ წევრებისთვის, რომელთა მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ გზაზე", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press