საფრანგეთის სენატმა, პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის შემდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
კულებას თქმით, ასეთი დანაშაული არასოდეს არ უნდა განმეორდეს.
„მადლობელი ვარ ფრანგი სენატორების ამ ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ასეთი დანაშაული არასოდეს არ უნდა განმეორდეს და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს",- წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) ჰოლოდომორი უკრაინის ხალხის გენოციდად აღიარა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press