პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას.
კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.
საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება.
ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან.
კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press