იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული, [მას] სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება, ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ბრძოლა, მათივე უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ხალხს უსმენდეს.
“მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბრძოლა, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია მთავრობა უსმენდეს ხალხს”, - განაცხადა კლიჩკომ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press