Foto

სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე ივნისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხზე ივნისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო აქტუალურად განიხილვს საჭიროა თუ არა თანამედროვე დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორც ნატო-ში, ასევე უკრაინაში.

„ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორებიცაა პოლონეთი და სლოვაკეთი, უკვე მიაწოდეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა ისინი ძველი საბჭოთა ტიპის MIG-29-ებია. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ საჭიროა თუ არა თანამედროვე დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორც ნატო-ში, ასევე უკრაინაში. ველოდები, რომ ეს თემა განიხილება ივნისში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.