Foto

იაპონიის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, გააგრძელონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირონ უკრაინას, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კიშიდას ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, კვირას G7-ის სესიას ტელეკონფერენციის საშუალებით შეუერთდება.

"ჩვენ ერთხმად ვთანამშრომლობთ თანამოაზრე ქვეყნებთან, მათ შორის G7-ის წევრებთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", -  განაცხადა კიშიდამ.