ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს.
„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ეს იყო ძალიან ღია და გულახდილი საუბარი. საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები - ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს უშუალოდ საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ზრუნავს ყველა თავის პატიმარზე, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა, აუცილებელია სამართლიანი მოპყრობა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press