ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარტია "დროას" განცხადებაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარია საზოგადოებასთან ერთად, 19 მაისს, 12:00 საათზე, აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ რეისს გააპროტესტებს.
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს.
აქციის ორგანიზტორები აცხადებენ, რომ 19 მაისს, 12:00 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დაიძრებიან აეროპორტისკენ, რათა გააპროტესტონ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება.
"უნდა ვიცოდეთ, აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც:
❗ ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა;
❗ „აზიმუტის“ თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია (United Aircraft Corporation), რომელიც სანქცირებულია. United Aircraft Corporation სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს.
❗ ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.
„რუსული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია "დროას" განცხადებაში.
ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 19 მაისს შესრულდება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press