დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია აღნიშნავს, რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება რუსული კანონი, თვითმფრინავი და სახელმწიფოს მართვის სტილი.
"დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!
რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი....
რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!
საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!", - წერს მელია.
შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.
თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.
გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს.
მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press