Foto

ერდოღანი - ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო და რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს

ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, როგორც დასავლეთმა გააკეთა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა აქვს და დასძინა, რომ რუსეთს და თურქეთს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ.

„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, როგორც დასავლეთმა გააკეთა. არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო და გვაქვს პოზიტიური ურთიერთობა რუსეთთან“, - განაცხადა ერდოღანმა 

ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, 14 მაისს გაიმართა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.50 %-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს - 44,89%-მა, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.