რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რუსეთში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე.
სანქცირებულთა სიაში ასევე შედიან, აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰანტსმანი, რამდენიმე ამერიკელი სენატორი და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები.
ამასთან ერთად რუსეთი კვლავ უარს ეუბნება აშშ-ის საელჩოს, რომ ციხეში The Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტი, ევან გერშიკოვი მოინახულოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press