სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვულგარული და ცინიკურია, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან საქართველოში და სამი მათგანი, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან არიან სანქცირებულნი და არსად წაესვლებათ, გარდა საქართველოსი.
"სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ დაბინავებულნი და ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი, მთელი ქვეყნისადმი, პუტინისა და ლავროვის მხრიდან, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან, უახლოესი ოჯახის წევრის.
ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ესე იგი, არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.
დღეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაანონსებული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press