ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძემ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეუერთდეს დღევანდელ აქციას, რომელიც რუსთაველზე 18:00 საათზე გაიმართება.
"ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურები შსს, სუს, და ა.შ. - ვისაც პირდაპირ ევალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია ამ დროს. გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!", - წერს პარლამენტის დეპუტატი.
შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.
დღეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაანონსებული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press