Foto

პუტინი - რაც უფრო მეტ სანქციებს უწესებს დასავლეთი რუსეთს, მით უფრო მაღალია ერთიანობის დონე რუსეთის საზოგადოებაში

რაც უფრო მეტ სანქციებს უწესებს დასავლეთი რუსეთს, რაც უფრო მეტია სიცრუე, მით უფრო მაღალია ერთიანობის დონე რუსეთის საზოგადოებაში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულია ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და საინფორმაციო ანტირუსული პროპაგანდა.

"ფაქტობრივად, ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული მთელი არსენალი, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური, საინფორმაციო. მიმდინარეობს ყველაზე ძლიერი ანტირუსული პროპაგანდა. არ წყდება თავდასხმები ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, სულიერ ფასეულობებზე.

რაც უფრო მეტ სანქციებს უწესებს დასავლეთი რუსეთს, რაც უფრო მეტია სიცრუე, მით უფრო მაღალია ერთიანობის დონე რუსეთის საზოგადოებაში", - განაცხადა პუტინმა.